ნუკრი დიასამიძე - IRONMAN ბათუმიდან

ნუკრი დიასამიძე - IRONMAN ბათუმიდან ნუკრი დიასამიძე - IRONMAN ბათუმიდან ნუკრი დიასამიძე - IRONMAN ბათუმიდან
განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ისეთ რთულ სპორტულ გამოწვევებს, როგორიც Ironman-ია, ადამიანები 50+ ასაკშიც არ უშინდებიან:

ნუკრი დიასამიძე ბათუმიდანაა, 58 წლის. ის მუდმივად ვარჯიშობს — ცურვა, ველოსიპედი, სირბილი — და ხშირად მონაწილეობს ველო შეჯიბრებებში.
წელს საფრანგეთში, ნიცაში გამართულ Ironman მსოფლიო ჩემპიონატზე ნუკრიმ დააფინიშა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარშრუტზე და განსაკუთრებულ სიცხეში!

ნუკრი გვიყვება:

"პერო" მომიტყდა,  მოვხსენი გადამრთველი, იძულებული გავხდი ასე, გრძელი ჯაჭვით გამეგრძელებინა გზა დაღმართზე, რადგან შესაბამისი ქანჩი არ მქონდა. სანამ ვიშოვე, დაახლოებით 2 საათი დავკარგე. თითიც დავიზიანე, წერაქვით ვცდილობდი ჯაჭვის დამოკლებას".

("პეროს" ვეძახით ველოსიპედის ნაწილს, რომელზეც დამაგრებულია უკანა გადამრთველი. სიჩქარეების გადართვის შესაძლებლობის გარეშე ძალიან ძნელია სწრაფ ტემპში გადაადგილება და აღმართების ავლა...)
 
ნუკრიმ 3.8 კმ ცურვით, 180 კმ ველოთი, და 42 კმ სირბილი დაფარა  15:41 საათში.

ნუკრი შეუჩერებელია! ვგულშემატკივრობთ მთელი გულით და გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს შთამბეჭდავი შედეგებით!